თბილისის 87-ე საჯარო სკოლაში მე-8 და მე-9 კლასელებს შორის დაწყებული ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ირკვევა, რომ მერვე კლასელმა გოგონამ საკანცელარიო ნივთით სხეულზე მსუბუქი დაზიანება მიაყენა მეცხრეკლასელ ბიჭს, რომელიც, პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით, საავადმყოფოში გადაიყვანეს.
გამოძიება ძალადობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს.
შემთხვევის ადგილზე, სკოლაში მისულ „კურიერის“ გადამღებ ჯგუფს კი სკოლის თანამშრომლებმა ინფორმაცია დაუმალეს და არც სკოლის დირექტორთან გასაუბრების საშუალება მისცეს.