17 ნოემბერი 2024,   20:29
ვრცლად
ჰომოფობიის და ტრანსფობიის წინააღმდეგ აქცია არასრულწლოვნის დაკავებით დასრულდა

მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან ჰომოფობიის და ტრანსფობიის წინააღმდეგ აქცია არასრუწლოვანი მოქალაქის დაკავებით დასრულდა.

15 წლის მოზარდმა შეკრებილებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, ერთ-ერთ მონაწილეს კი ხელი დაარტყა. სამართალდამცველებმა ის ადგილზევე დააკავეს. გამოძიება 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო. დაკავებულს 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

„გამოძიება დაწყებულია, სისხლის სამართლის წესით არის იგი დაკავებული, დაკავებულია ძალადობის მუხლით. თავისთავად ცხადია გამოძიების პროცესში მოხდება დისკრიმინაციის მოტივის გამოკვეთა მის მიერ ჩადენილ დანაშაულში. ამჟამად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება. დაზარალებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია,“-განაცხადა შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა ლონდა თოლორაიამ.

რაც შეეხება ლგბტ უფლებადამცველებს, აქციის დასრულების შემდეგ ისინი ტერიტორიიდან სპეციალურად გამოყოფილი ავტობუსებით გაიყვანეს.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები