ისრაელში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა. გარდაცვლილი 30-წლამდე მამაკაცია.
ისრაელში მცხოვრები ქართველები ჰყვებიან, რომ საქართველოს მოქალაქის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია ებრაელი თანამშრომლისგან და ადგილობრივი მედიისგან მიიღეს. ცნობილია, რომ მამაკაცი სამსახურში ყოფნის დროს, ხორცის საკეპ მანქანაში შემთხვევით ჩავარდა.
საქართველოს მოქალაქის ცნობით, პოლიციამ აღნიშნული ქარხანა უკვე დალუქა. ადგილობრივი მედია კი უბედური შემთხვევის შესახებ იტყობინება თუმცა დეტალები, მათ შორის გარდაცვლილის ვინაობა არ საჯაროვდება.