სპეცოპერაციიდან 1 კვირის შემდეგ ღამის კლუბები ისევ დალუქულია. მფლობელები ზარალის ყოველდღიურ მატებაზე საუბრობენ.
როდის გაიხსნება სასამართლოს განჩინების საფუძველზე დახურული ობიექტები ამ დრომდე არ კონკრეტდება. "ბასიანისა" და "კაფე გალერის" მიმდებარე ტერიტორიას ისევ სამართალდამცველები აკონტროლებენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, "კაფე გალერისა" და "ბასიანზე" ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, აღმოჩენილია 34 ადგილი, საიდანაც სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს. კლუბების მფლობელები კი ამ ინფორმაციას ეჭვქვეშ აყენებენ იმ ფონზე, როდესაც გამოძიება კატეგორიულად გამორიცხავს მფლობელების ნარკოტიკთან შემხებლობას.
„არ გვაქვს ოფიციალური ინფორმაცია, როდის გაიხსნება კლუბი, თუმცა მინისტრმა პირად საუბარში დაგვიდასტურა, რომ კლუბში შესვლის შესაძლებლობა უახლოეს დღეებში შეგვეძლება.
ამ აქტით ძალიან დიდი ზარალი მიადგა მთელს ინდუსტრიას და თუ შესაძლებელი იყო ამ ზარალის თავიდან აცილება ეს უნდა გაგვეკეთებინა“-განაცხადა „ბასიანის“ მფლობელმა ზვიად გელბახიანმა.