ხორავას ქუჩაზე მომხდარი არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე ბრიტანელი ექსპერტები მუშაობას აგრძელებენ.
უცხოელი სპეციალისტები თბილისში დაცვის მხარის მოწვევით უკვე მეორედ ჩამოვიდნენ. ისინი მოკვლევას უახლოეს საათებში განაახლებენ.
მკველელობის საქმეზე გუშინდელი სასამართლო სხდომა კი ხმაურიანი იყო.
დაკითხვის დროს ერთ-ერთმა ბრალდებულმა გამოძიების მხრიდან ზეწოლის ფაქტზე ისაუბრა და ინციდენტში მონაწილე კიდევ ორი პირი დაასახელა. მათ შორისა საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე მიხეილ კალანდია და ერთი არასრულწლოვანი.
"კითხვები მდგომარეობს იმაში თუ რამდენი დანით იქნა მიყენებული ჭრილობა დავით სარალიძისთვის. თუ ამ კითხვებზე არ იქნება პასუხი შეუძლებელია საქმეზე დადგინდეს უტყუარი ჭეშმარიტება. ჩვენა სევე დავინახეთ, რომ მოწმემ მიუთითა ორ პირზე, არცერთი მათგანი პასუხისგებაში არ არის მიცემული"- აცხადებს ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე.