რომი, პარიზი, ბარსელონა, პრაღა, ათენი - ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს ახალი რეისები დაემატა.
უკვე დაიწყო ოპერირება "ვიზიარის" თანამედროვე საჰაერო ხომალდმა, რომელიც რეგულარულ რეისებს შეასრულებს.
საზეიმო ღონისძიება ქუთაისის აეროპორტში გაიმართა, რომელსაც ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და აეროპორტის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.