17 ნოემბერი 2024,   20:45
ვრცლად
ხმაური კოჯორში - სოციალურად დაუცველები მერიას სიცრუეში ადანაშაულებენ

ხმაური კოჯორში - სოციალურად დაუცველი რამდენიმე ოჯახი მერიას სიცრუეში ადანაშაულებს.

მათი თქმით, მუნიციპალიტეტის წარმომადგენელთან ცოტა ხნის წინ გამართული მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდა, რომ ოჯახების გამრიცხველიანება ინდივიდუალურად მოხდებოდა. თუმცა სოციალურად დაუცველები ამბობენ, რომ მთავრობამ პირობა არ შეასრულა, თელასი კი დავალიანების გამო ოჯახებისთვის დენის გათიშვას გეგმავს.

ბრალდებებზე საპასუხო განცხადება გაკეთდა დედაქალაქის მერიაშიც.

„მოქალაქეებთან გვქონდა შეხვედრები, სადაც შევთანხმდით, რომ ისინი განახორციელებდნენ ინდივიდუალურ გამრიცხველიანებას.

ქონების მართვის სააგენტოდან არის თანხმობა გაცემული და ველოდებით, თვითონ მიმართონ „თელასს“ და მოახდინონ ინდივიდუალური გამრიცხველიანება, რის შემდეგაც შეძლებენ ელექტროენერგიით სარგებლობას“-ამბობს მერიის ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი თავართქილაძე.

დღის ამბები