საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა ბრიუსელში, ფლანდრიის პარლამენტში ქართველ ხელოვანთა პერსონალური გამოფენის გახსნით დაიწყო.
დავით ნათიძე და დავით ხმალაძე ბელგიაში ოც წელზე მეტია ცხოვრობენ და მოღვაწეობენ როგორც მოქანდაკეები და რესტავრატორები. მათ ბელგიის არაერთ მონუმენტზე და ისტორიულ ძეგლზე აქვთ ნამუშევარი.
„სერიაა ღონისძიებების, რომელიც ეძღვნება საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავს. ერთ-ერთი პირველია ეს ღონისძიება. ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ძალიან კარგი შესაძლებლობაა, რომ აქ მოღვაწე ხელოვანების გამოფენა მოვაწყოთ“- ამბობს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბელგიასა და ლუქსემბურგში, მუდმივი წარმომადგენელი ევროკავშირში ნატალი საბანიძე.