კლუბ "ბასიანის" დამფუძნებელი, რომელიც რამდენიმე საათის განმავლობაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა გამომძიებლების მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს.
ტატო გეთიას თქმით, კითხვები უმეტესობა პროვოკაციული იყო. კლუბების დამფუძნებლების გამოკითხვა პოლიციის სამმართველოში უკვე რამდენიმე დღეა გრძელდება. ეს პროცესი სავარაუდოდ უახლოეს დღეებშიც გაგრძელდება.
„ეს იყო დაკითხვა დაკითხვისთვის. ზოგადი კითხვებით. თუ შეგიმჩნევიათ შიგნით რაღაც ნივთიერებები, თუ შეგიმჩნევიათ ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ მყოფი ადამიანები, თ გქონიათ ინფორმაცია რეალიზაციაზე და მსგავსი რაღაც აფსურდები. მაქვს მოლოდინი, რომ ჩემს კოლეგებსაც აქ დაუძახებენ და ეს ერთ-ერთი მექანიზმია, რომ გაგრძელდეს ზეწოლა კლუბზე და ბასიანზე,“-განაცხადა გეთიამ.