17 ნოემბერი 2024,   20:16
ვრცლად
ხმაური და პოლიციასთან დაპირისპირება კვარიათში - სურმანიძეები სამართალდამცველებს ძალადობაში ადანაშაულებენ

ხელვაჩაურის რაიონის სოფელ კვარიათში მცხოვრები სურმანიძეების ოჯახი პოლიციას ძალადობასა და ცემაში ადანაშაულებს.

ინციდენტი 14 მაისს მოხდა. როგორც ეთერ სურმანიძე აცხადებს და-ძმამ მეორე ძმას წყლის ავზის დადგმის საშუალება არ მისცა. სწორედ ამიტომ მიწის მესაკუთრე ძმამ პოლიცია გამოიძახა და ისინი ტერიტორიიდან ძალის გამოყენებით გამოიყვანეს.

ფაქტის დამადასტურებელ ვიდეო კადრებს მათი უფლებადამცველი პაატა შავაძე „რუსთავი 2“-ს ექსკლუზიურად აძლევს.

ოჯახი პოლიციელების დასჯას და პასუხისგებაში მიცემას ითხოვს. მათი განმარტებით, სამართალდამცავები კიდევ განაგრძობენ მუშაობას გონიოს პოლიციის განყოფილებაში.

დღის ამბები