სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2002 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგები გადათვალა.
არსებული მონაცემებით, 2002 წელს დაფიქსირებული მაჩვენებელი არასწორია. აღწერის შედეგებით 4 მილიონ 400-ათასამდე მოსახლე იყო, თუმცა, გადათვლამ დადგინდა, რომ ქვეყანაში 3 მილიონ 700 ათასი ადამიანი ცხოვრობს.
სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში ამბობენ, რომ ცდომილება მოსახლეობის მხრიდან უნდობლობით იყო გამოწვეული და ამიტომ, მიგრაციაში მყოფი მოქალაქეების რიცხვი არასწორად ითვლებოდა.
ბოლო აღწერა საქართველოში 2014 წელს ჩატარდა.