გურჯაანში ნიადაგისა და წყალმომარაგების დაცვაზე ზედამხედველობის სამსახური გაუქმდა, უსამსახუროდ კი 19 თანამშრომელი დარჩა. შეჩერდა ლაბორატორიაც, რომელიც ქალაქში წყლის ანალიზზე იყო პასუხისმგებელი.
გათავისუფლებულები გურჯაანის მერს, არჩილ ხანდამაშვილს, ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ მერი წინასაარჩევნოდ, ხმების სანაცვლოდ, მათ ხელფასების გაზრდას დაჰპირდა და სამსახურის გაუქმებაზე საუბარი არ ყოფილა.
მერიაში კი ლიკვიდაცია ორი იდენტური სამსახურის არსებობით და თანხების დაზოგვის მიზეზით ახსნეს.