18 მაისს საქართველოში "ეროვნული სამოსის დღე" აღინიშნა.
ღონისძიება მესამედ ტარდება და წელს მონაწილეობა ჩოხაში გამოწყობილმა ბაიკერებმა მიიღეს.
ღონისძიების მიზანი ქართული ტრადიციული სამოსის პოპულარიზაციაა.
მთელი დღის განმავლობაში თბილისის ქუჩებში გამოფენები, კონცერტები და კოსტიუმირებული კარნავალი მიმდინარეობდა.