საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლის იუბილე სხვადასხვა ღონისძიებით მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში აღინიშნება.
პარიზში, აღმოსავლეთ ენების და ცივილიზაციის ინსტიტუტში, სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდა, რომელშიც თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის, სახელმწიფო მუზეუმის, ეროვნული არქივის მკვლევარები და მეცნიერ მუშაკები მონაწილეობდნენ.
კონფერენციის მთავარი თემა საქართველოს პირველი რესპუბლიკის ჩამოყალიბება, იმდროინდელი საერთაშორისო და გეოპოლიტიკური ფაქტორები იყო.