17 ნოემბერი 2024,   20:21
ვრცლად
ხანძარი ნუცუბიძეზე - ინტოქსიკაციით 91 წლის მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს

ნუცუბიძის მესამე მიკრო რაიონში ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში გაჩნდა, სადაც 91 წლის მამაკაცი ცხოვრობდა.

ხანძრის შედეგად მიღებული ინტოქსიკაციით, მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ცეცხლის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

ხანძრის ლიკვიდაცია მეხანძრე-მაშველებმა მალევე შეძლეს.

დღის ამბები