17 ნოემბერი 2024,   20:27
ვრცლად
სოფელი ქორესუბანი წყლისა და გზის გარეშეა, ხელისუფლებამ კი პრობლემის მოსაგვარებლად ასობით ათასი ლარი დახარჯა

სოფელ ქორესუბნის მოსახლეობა სასმელი წყლისა და გზის არარსებობას უჩივის. ადგილობრივების მტკიცებით, წყლის პრობლემის მოსაგვარებლად ხელისუფლებამ 261 ათასი ლარი დახარჯა - ააშენა სათავე ნაგებობები, თუმცა ვითარება უცვლელი დარჩა. მოსახლეობა აცხადებს, რომ სასმელი წყალი მხოლოდ თვითმმართველობის არჩევნების წინ ერთი დღით გამოუშვეს. ადგილობრივები მოუგვარებელ პრობლემად სასმელ წყალთან ერთად უგზოობასაც ასახელებენ. ამ თემაზე მოსახლეობამ ინფორმაცია "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარეს მიაწოდა. ნიკა მელიამ ხელისუფლებას არსებული ვითარებით სასწრაფოდ დაინტერესებისკენ მოუწოდა.

დღის ამბები