თბილისის ქუჩებში დღეიდან ქვეითი პატრული ივლის. ისინი 24 საათიან პატრულირებას დედაქალაქის იმ უბნებსა და ქუჩებში განახორციელებენ, სადაც ძირითადად გასართობი ინფრასტრუქტურა და ტურისტული ზონაა განთავსებული.
პატრულის ძირითადი მოვალეობა საქართველოს მოქალაქეებისა და ქალაქის სტუმრების უსაფრთხოების უზრუნველყოფაა. პირველ ეტაპზე, ქვეით პატრულთა 10 ჯგუფი იმუშავებს.
პირველი სამუშაო დღის დაწყების წინ, პატრულებს შინაგან საქმეთა მინისტრი შეხვდა. გიორგი გახარია მათ ახალი დანაყოფის მისიასა და მნიშვნელობაზე ესაუბრა.
„ვიწყებთ საპატრულო პოლიციაში რეფორმების ახალ ტალღას, ამ რეფორმების შედეგი პირველი ეს გახლდათ ერთიანი მომსახურების ცენტრი, რომელიც რამდენიმე დღის წინ გავხსენით.
თბილისის ქუჩებში, ტურისტულ ცენტრში გამოჩნდება ქვეითი პატრული, რომელიც უზრუნველყოფს, არამხოლოდ ჩვენი მოქალაქეების არამედ ქალაქში სტუმრების უსაფრთხოებას. ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯიო პატრულის განახლებისა და რეფორმირების მიმართულებით“- განაცხადა გიორგი გახარიამ.