17 ნოემბერი 2024,   20:25
ვრცლად
გიორგი გაბედავა პოლიციას თავისუფლების უკანონო აღკვეთაში ადანაშაულებს

არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა ეროვნული ალიანსის“ თავმჯდომარე, გიორგი გაბედავა აცხადებს, პოლიციას თავისუფლების უკანონო აღკვეთაში ადანაშაულებს. 

საქმე ეხება 17 მაისს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას, რა დროსაც გაბედავა სამართალდამცველებმა გამოკითხვის მიზნით დააკავეს და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. 

გაბედავა ამბობს, რომ ის პოლიციამ რომ 17 მაისს ის კანონდარღვევით დააკავა და თავისუფლება რამდენიმე საათით უკანონოდ შეუზღუდა.

მისი თქმით, 17 მაისს ის ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დღეს აღნიშნავდა და სამების საკათედრო ტაძრიდან ბრუნდებოდა, როცა სამართალდამცველებმა აიყვანეს.

„საქართველოს ახალგაზრდა ეროვნული ალიანსის“ თავმჯდომარე ამტკიცებს, რომ მოთხოვნის მიუხედავად, მას არ მიეცა ადვოკატთან და სახალხო დამცველის წარმომადგენელთან შეხვედრის საშუალება.

„ჯერ მეუბნებოდნენ, რომ ვიყავი ადმინისტრაციული სამართალდამრღვევი, მერე მითხრეს, რომ სასამართლოში გაირკვევა ყველაფერი. პოლიციელებს არაფერს არ ვერჩი, ისინი უფროსების დავალებებს ასრულებდნენ, მესმის, და ისევ რიგითზე, რომ არ გადატყდეს ჯოხი, მე ვითხოვ მაღალჩინოსნების დაკავებას,“ - განაცხადა გაბედავამ.

გაბედავამ ასევე, განაცხადა, რომ აუქმებს მის მიერვე დაფუძნებულ ორგანიზაციას, „საქართველოს ახალგაზრდა ეროვნულ ალიანსს“ და მოღვაწეობას, როგორც დამოუკიდებელი აქტივისტი განაგრძობს.

დღის ამბები