17 ნოემბერი 2024,   20:16
ვრცლად
ზღვის დაბინძურების გამო ლიბერიის დროში ქვეშ მცურავი გემი 65 ათასი ლარით დაჯარიმდა

ფოთში სანაოსნო ხომალდის მიერ საქართველოს ტერიტორიული წყლების დაბინძურების ფაქტი გამოვლინდა.

ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავმა გემმა ფოთის ნავსადგურში სამეურნეო-ფეკალური წყლები ჩაღვარა.

გემის კაპიტანს საჯარიმო სანქცია დაეკისრა. ხომალდი საქართველოს ტერიტორიულ წყლებს მხოლოდ დაკისრებული ჯარიმის გადახდის შემდეგ დატოვებს.

„აღნიშნულთან დაკავშირებით ჩვენს მიერ შედგენილი იქნა ოქმი და სასამართლოს მიერ გემის კაპიტანი დაჯარიმებული იქნა 65 ათასი ლარით“-განაცხადა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი მუკნიაშვილმა.

დღის ამბები