28 აპრილი 2024,   17:29
ვრცლად
ავარია ჩაქვში - დაშავებულია 8 ადამიანი

ჩაქვში მომხდარი ავარიის შემთხვევის შედეგად 8 ადამიანი დაშავდა. ჩაქვის გვირაბთან ორი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა. 

ავარიის შედეგად დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

დღის ამბები