ზუგდიდში აზერბაიჯანული სამშენებლო კომპანია გაქურდეს, რომელიც რეგიონში წყალგაყვანილობის სამუშაოებს ასრულებს. აზინშაათის კუთვნილი მძიმე ტექნიკა გუშინ ღამით დაუდგენელმა პირებმა გაქურდეს, სპეც ტექნიკას მოხსნილი აქვს ძვირადღირებული ნაწილები და აქსესუარები.
კომპანიაში კომენტარს არ აკეთებენ. ადგილს, სადაც ტექნიკა იყო დაპარკინგებული, შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვეუწყება, დაცვის პოლიცია იცავდა და იცავს. სისხლის სამართლის საქმე ქურდობის მუხლითაა აღძრული.