"ნაციონალური მოძრაობის" სამეგრელოს რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი მურთაზ ზოდელავა მოვაჭრეებს შეხვდა, რომლებსაც ფოთის ბაზარში კომერციული ფართები დიდი ხანია ნაყიდი აქვთ და მათ საკუთრებას წარმოადგენს.
როგორც მაღაზიის მფლობელები ამბობენ, მათ პრობლემას სავაჭრო ცენტრის დირექტორი ნოდარ კორსანტია წარმოადგენს, რომელიც გადასახადს მოვაჭრეებს მაღაზიის შესასვლელში მდებარე კიბით სარგებლობისათვის სთხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაცვის მოხსნით და ელექტრო ენერგიის ჩაჭრით ემუქრება.
მურთაზ ზოდელავას განცხადებით, ბაზრობის ადმინისტრაციის მხრიდან ასეთი მოქმედების საფუძველი მათი მფარველებია - როგორც ფოთის თვითმმართველობაში, ასევე ძალოვან სტრუქტურაში.
ზოდელავა მოუწოდებს ბაზრის დირექტორს მისცეს მოვაჭრეებს ნორმალურად მუშაობის შესაძლებლობა და შეწყვიტოს ზეწოლა მაღაზიის მეპატრონეებზე.