"მხოლოდ ქართულის" კიდევ ერთი ლაივკონცერტი - გუშინ შოთა ლეგაშვილმა დატოვა. მასთან ერთად მეხუთე კონცერტის აუთსაიდერი ოთო კვალიაშვილი იყო - გადამწყვეტი მხოლოდ ერთი ქულა აღმოჩნდა.
ჟიურის წევრებისგან საბა კემულარიამ გუშინ დაბალი ქულები მიიღო. გიორგი გაბუნიამ ის სამი ქულით შეაფასა. მიუხედავად ჟიურის დაბალი ქულებისა, საბა კემულარია 80 ქულით ისევ ლიდერი იყო. კონკურსანტს ყველაზე მეტი მხარდამჭერი ჰყავს.
სოფო ბათილაშვილი ქულათა დაჯამებით მხოლოდ ქართულის მეხუთე კონცერტის ლიდერია. მეორე ადგილზე კონსტანტინე კარანაძე გავიდა. გუშინდელი შესრულებით ჟიურის დადებითი შეფასება მიიღო.
,,მხოლოდ ქართულის” მე-5 ლაივკონცერტი თანამედროვე ქართულ სიმღერებს დაეთმო - კონკურსანტებმა 2000 -იანი წლების ჰიტები საკუთარი ინტერპრეტაციით შეასრულეს.
გამარჯვებისთვის ბრძოლას ახლა უკვე 6 კონკურსანტი აგრძელებს. მხოლოდ ქართულის მეექვსე კონცერტი მომდევნო ორშაბათს საღამოს 10 საათზე დაიწყება.