ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის, დავით სარალიძის მამა, პროკურატურას ობიექტური გამოძიებისკენ მოუწოდებს და ურჩევს უარი თქვას სპეკულაციაზე, რომელიც მისი თქმით, საქმის პოლიტიკურ მოტივს უკავშირდება.
ზაზა სარალიძე ამბობს, რომ მას სამართალდამცველები უთვალთვალებენ და ამ გზით პროკურატურა მის დისკრედიტაციას ცდილობს.
„მივმართავ ყველა იმ პოლიტიკურ პირს, ვინც დაინტერესებული არის ოდნავ მაინც ამ ტრაგედიასთან დაკავშირებით. არ აქვს მნიშვნელობა ეს „ქართული ოცნების“ პარტიიდან იქნება, „ნაციონალური მოძრაობიდან“ თუ სხვა რომელიმე პარტიიდან, დამიდგეს გვერდით და დამადგენინოს ჭეშმარიტება, რასაც პროკურატურა ასე მალავს.
ვიღაც დამდევს და ვიდეოს მიღებს ჩუმად პირდაპირ პროკურატურის წინ მობილური ტელეფონით, ვფიქრობ ესეც პროკურატურიდან არის და ცდილობენ ჩემს დისკრედიტაციას“-ამბობს დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე.