17 ნოემბერი 2024,   20:25
ვრცლად
"თუ მე ამკიდებს პასუხისმგებლობას, რომ კლუბში შეიპარა ნარკოტიკი, მაშინ საზღვარზე ნარკოტიკის შემოპარვისთვის გადადგეს გახარია" - კლუბ ბასიანის მფლობელი 

კლუბ "ბასიანის“ დამფუძნებელმა პოლიციის მთავარი სამმართველო დატოვა. ზვიად გელბახიანი გამომძიებლის შეკითხვებს 3 საათზე მეტ ხანს პასუხობდა. როგორც დაკითხვის შემდეგ ზვიად გელბახიანმა განაცხადა, მასთან სამართალდამცავებს კითხვები ნარკორეალიზაციასთან დაკავშირებით ჰქონდათ.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ მას დაეკისრება პასუხისმგებლობა კლუბში ნარკოტიკის შეღწევასთან დაკავშირებით, მაშინ შს მინისტრმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა საზღვარზე ნარკოტიკების შემოტანაზე და გადადგეს.

„რეალიზაციის ნაწილში იყო კითხვა, რომ თუ შევამჩნიე ვინმე ტერიტორიაზე, რაზეც ვუპასუხე, რომ ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ მსგავსი ფაქტები აღვკვეთოთ და ჩვენი დაცვის წევრები ყოველთვის ცდილობენ, რომ  იმ შემთხვევაში თუ რამე გამოვლინდა ეს აღკვეთონ. მაგრამ ეს ჩვენი მხრიდან, მენეჯმენტის მხრიდან შემჩნეული არ იყო. იმ შემთხვევაში თუ საზღვარზე შემოდის ნარკოტიკები,  მაშინ ყოველი შინაგან საქმეთა მინისტრი უნდა გადადგეს ამის გამო. ეს ქსელია და პრობლემაა. აქ არ მზადდება ნარკოტიკები და რაც შემოდის საზღვარზე შემოდის და მაშინ დღესვე მოუწევს გახარიას განცხადების დაწერა და გადადგომა. თუ მე ამკიდებს პასუხისმგებლობას, რომ კლუბში რატომ შეიპარა ნარკოტიკი, მაშინ მეც იგივე პასუხისმგებლობას ვკიდებ რატომ იპარება საზღვარზე. მის კომპეტენციაში შედის რომ არ შემოიპაროს,“-განაცხადა ზვიად გელბახიანმა. 

დღის ამბები