ზვიად გელბახიანი კლუბ ბასიანის წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკურ ბრძოლაზე საუბრობს. კლუბ ბასიანის დამფუძნებელი ამბობს, რომ იმ ფონზე ,როდესაც „გალერი“ გახსნილია, მას უჩნდება ეჭვი რომ „ბასიანის“ გახსნა შეგნებულად ჭიანურდება.
„გალერი“ არის გახსნილი და „ბასიანი“ კვლავ დახურულია. ეს კიდევ ღიმილის მომგვრელია ჩემთვის. მე გამიჩნდება და გამიმყარდება ეჭვი, რომ თუ „ბასიანის“ გახსნა გადაიდო კიდევ, მას შემდეგ რაც „გალერი“ გახსნილია, რომ ამ ყველაფერს აქვს პოლიტიკური სარჩული. იქიდან გამომდინარე, რომ „ბასიანი“ და „თეთრი ხმაური“ ამ შემთხვევაში ერთობლივი ძალებით არიან ჩართულები ამ სისტემის წინააღმდეგ და სისტემის გადაცდომის წინააღმდეგ. გამიჩნდება ეჭვი, რომ სწორედ ამიტომ, ესე ვთქვათ არის გადადებული „ბასიანის“ გახსნა ამიტომ შეიძლება ჩავთვალოთ, რომ "ბასიანი" ისჯება,“-განავცხადა ზვიად გელბახიანმა.
მისივე თქმით ამ ეტაპისთვის მისთვის უცნობია როდის გაიხსნება კლუბი. რადგან შს მინისტრი 4-5 დღეს ასახელებს, ხოლო მისი მოადგილე ნათია მეზვრიშვილი 2-3 კვირაზე საუბრობს.