"კლუბ ბასიანში საგამოძიებო მოქმედებები კვალავ გრძელდება და როგორც კი დასრულდება, შესაბამისი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული," - ეს განცხადება შს მინისტრის მოადგილემ, ნინო ჯავახაძემ, კლუბ ბასიანის გახსნის გაჭიანურებასთან დაკავშირებით გააკეთა.
ცოტა ხნის წინ კლუბ ბასიანმა გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ "ბასიანი პოლიტიკური მძევალია" და, თუკი 1 ივნისამდე არ გაიხსნება, ფინანსური პრობლემების გამო, შესაძლოა, საერთოდ დაიკეტოს.
მისი ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებები მალე დასრულდება.
“საგამოძიებო მოქმედებები კლუბ გალერიში დასრულდა. შესაბამისად, მოიხსნა ლუქი და კანონიერ მფლობელებს გადაეცა. რაც შეეხება ბასიანს, იქ საგამოძიებო მოქმედებები კვლავ გრძელდება და როგორც კი დასრულდება, შესაბამისი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული. ამის პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირება არასწორი და უადგილოა,“ - განუცხადა ჟურნალისტებს ნინო ჯავახაძემ.