სამართალდამცავებმა კაფე გალერის“დირექტორი დაკითხეს. ის რამდენიმე საათი პასუხობდა გამომძიებლის კითხვებს.
პოლიციის დატოვების შემდეგ გალერის დირექტორს კომენტარი არ გაუკეთებია. მისმა ადვოკატმა კი განმარტა, რომ შეკითხვები შეეხებოდა კაფე გალერიში დასაქმებულ პირებს და მათ უფლება-მოვალეობებს.
„იყო ფინანსური ნაწილიც, იყო შეკითხვები, რამდენი თანამშრომელია კაფე გალერიში. ვინ მუშაობს, თანამშრომლების სახელი და გვარები. რა მოვალეობა აკისრია თვითონ კაფე გალერის დირექტორს. ზედაპირული შეკითხვები იყო,“ - განაცხადა ხათუნა ხურცილავამ.
რაც შეეხება ნარკორეალიზაციის ბრალდებით სპეცოპერაციის დროს დაკავებულ 8 პირს, ადვოკატი ამბობს, რომ გამომძიებელი დაინტერესდა, იცნობდა თუ არა კაფე გალერის დირექტორი მათ.
„მხოლოდ იცნობს ვიქტორ ჟამუტაშვილს, დაცვის უფროსს,“ - განაცხადა ადვოკატმა ხათუნა ხურცილავამ და აღნიშნა, რომ კითხვაზე, რომელიც შეეხებოდა კლუბში ნარკორეალიზაციას, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა უპასუხა, რომ ამის შესახებ მისთვის არ იყო ცნობილი.