პრეზიდენტის სკამი ნაგვის ურნის გვერდით - სპორტსმენებმა პრეზიდენტს კაბინეტის კარი აუჭედეს, მისი კუთვნილი სავარძელი კი ურნაში გადააგდეს. ძიუდოისტები დავით ქევხიშვილის გადადგომას ითხოვენ.
საქართველოს ნაკრების უმრავლესობა თითქმის ერთი თვეა, ვარჯიშის ნაცვლად, აქციებს მართავს.
ძიუდოისტები უნდობლობას იმ კომისიასაც უცხადებენ, რომელიც კულტურისა და სპორტის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ საგანგებოდ შეიქმნა და რომელშიც სპორტის ყველა მმართველი რგოლის წარმომადგენელი შევიდა. ძიუდოისტები თვლიან, რომ კომისია მიკერძოებულია.
ძიუდოისტების დღევანდელი აქცია 4 საათს გაგრძელდა, თუმცა, ნაკრების წევრებმა უკვე დააანონსეს ახალი აქცია, რომელიც ხვალ ისევ ფედერაციასთან გაიმართება.