ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭითაწყალში ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი ყოფილი მეფრინველეობის დასახლებაში საერთო საცხოვრებელი კორპუსის მეოთხე სართულზე გაჩნდა.
ხანძრის შედეგად დამწვარია საცხოვრებელი ბინის სამი ოთახი.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო ბრიგადა. მეხანძრეებმა ბინის პატრონი და საცხოვრებელი კორპუსის მცხოვრებლების ევაკუაცია განახორციელეს და ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
შემთხვევის ადგილზე 4 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა. ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.