17 ნოემბერი 2024,   20:27
ვრცლად
ცხოველის მიმართ სისასტიკე - მამაკაცი, რომელმაც ავტომობილით ძაღლს გადაუარა, დაკითხვაზე დაიბარეს

მამაკაცი, რომელმაც ავტომობილით ძაღლს გადაუარა, დაკითხვაზეა დაბარებული.

სოციალურ ქსელში გავრცელებული კადრები საზოგადოების განხილვის და გამოძიების საგანი გახდა.

ვიდეოში ჩანს, რომ მამაკაცმა მანქანით ძაღლს გადაუარა, ცხოველი გაიქცა, თუმცა, როგორც ადგილობრივები ყვებიან, რამდენიმე წუთში ისევ მიწაზე დაეცა და სისხლისგან დაიცალა.

ცხოველთა დამცველები მომხდარ ფაქტს ვანდალურ აქტად აფასებენ. ისინი შემთხვევის ადგილზე მივიდნენ და სახელმწიფოსგან უმკაცრესი რეაგირება მოითხოვეს.

მათი განცხადებით, ინციდენტზე გამოძიება დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს და დაისაჯოს იმ ავტომობილის მძღოლი, რომელმაც ძაღლს გადაუარა.

შემთხვევის ადგილიდან ცხოველთა დამცველებმა პროკურატურასთან გადაინაცვლეს.

თამაზ ელიზბარაშვილმა საგამოძიებო უწყებას ოფიციალურად მიმართა და საკუთარ ვერსიაზე ისაუბრა.

მისი განცხადებით, მომხდარი ლაგოდეხის ქუჩაზე მცხოვრებ ერთ-ერთ ცხოველთა დამცველს, დიანა სალარიძეს, უკავშირდება, რომელსაც ბოლო დროს ემუქრებოდნენ, ძაღლს კი მიისი დაშინების მოტივით გადაუარეს.

თავად დიანა სალარიძემ დღეს კომენტარის გაკეთება არ ისურვა, თუმცა, აღიარა, რომ უსაფრთხოების მიზნით მომხდარი ფაქტის შემდეგ სახლიდან წავიდა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით დაიწყო, რაც ცხოველის მიმართ სასტიკ მოპყრობას გულისხმობს.

 

 

 

ავტორი: თაკო სურგულაძე 

ამავე თემაზე
დღის ამბები