17 ნოემბერი 2024,   20:36
ვრცლად
„მარიამი სათამაშო პისტოლეტით“ - ნახატის ავტორი არ თვლის, რომ ამ ნამუშევრით ვინმეს გრძნობებს შეურაცხყოფს

„მარიამი სათამაშო პისტოლეტით“ - ნახატის ავტორი, ლია უკლება, არ აპირებს, ვინმეს განუმარტოს, რა ინტერპრეტაცია ჰქონდა მას ამ ნახატის შექმნისას. მხატვარი თვლის, რომ ამ შემთხვევაში, რელიგიური გრძნობების შელახვა არ ხდება, რადგან ნახატი ყველამ თავისებურად შეიძლება, დაინახოს.

„იქნებ, სულაც არ არის ეს ნამუშევარი რელიგიური ხასიათის. მე სხვა რაკურსიდან შემიძლია, ვილაპარაკო ამ ნახატზე. არა როგორც ღვთისმშობელზე და არა როგორც ღმერთზე, არამედ როგორც ქალზე, რომელიც შვილს აჩენს,“ - განცახადა ლია უკლებამ.

ლია უკლებამ ეს განმარტებები იმ კანონპროექტთან დაკავშირებით გააკეთა, რომელსაც "ქართული ოცნება" განიხილავს და რომლის მიხედვითაც, ხელოვნების ნებისმიერი დარგის წარმომადგენელს აეკრძალება სხვისი გრძნობების შეურაცხყოფა.

ის თვლის, რომ ვერანაირი კანონი ვერ შეძლებს, მას აუკრძალოს მისი გრძნობების გამოხატვა.

„არ შევიზღუდავ თავს არც ერთი კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში. ეს არის ჩემი უფლება, ვაკეთო ის, რაც მინდა და ამას ვერ დამიშლის ვერც ერთი კანონი. ეს არის უკან სიარული,“ - განაცხადა ლია უკლებამ.

მხატვარი ამბობს, რომ ის არ აპირებს, მსგავსი შინაარსის ნამუშევრები დამალოს და ფართო საზოგადოებას  არ აჩვენოს.

„ეს ნამუშევარი არავის გრძნობებს არ შეურაცხყოფს,“ - განაცხადა ლია უკლებამ

დღის ამბები