17 ნოემბერი 2024,   20:14
ვრცლად
„დემოკრატია არ არის ის, რაც შენ მოგწონს, არის ის, რაც არ მოგწონს" - ნიკა რურუა

კულტურის ყოფილი მინისტრი, ნიკა რურუა, იმ კანონპროექტს ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, ხელოვნების ნებისმიერი დარგის წარმომადგენელს აეკრძალება სხვისი გრძნობების შეურაცხყოფა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ამბობს, რომ არჩევანში ინტერაქტივის კითხვა, რომელიც ეხება ლია უკლებას ნახატის „მარიამი სათამაშო პისტოლეტით“ აკრძალვას, არასწორად არის დასმული. სწორედ ამიტომ აქვს მას დადებითი პასუხი.

ნიკა რურუას თქმით, ეს კითხვა რომ ყოფილიყო დასმული შემდეგნაირად, "მოგწონთ თუ არა" -შედეგები სულ სხვანაირი იქნებოდა.

„დემოკრატია არ არის ის, რაც შენ მოგწონს, არის ის, რაც არ მოგწონს. სიმართლე ყოველთვის არის იქ, სადაც არის უმცირესობა,“ - განაცხადა ნიკა რურუამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები