„ცხოვრება იდიოტთან სავსეა მოულოდნელობებით“- ეს სიტყვები ეკუთვნის მწერალს, რომელიც ცოტა ხნის წინ იყო თბილისში. სრულ იდიოტობას აკეთებენ ისინი. ბატონმა ლევანმა და ქალბატონმა ეკამ გადაწყვიტონ, უჩივლებენ წიგნის ავტორს, თუ მე მიჩივლებენ,“ - ასე ეხმაურება რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელი, თამარ კორძაია, კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც, ხელოვნების ნებისმიერი დარგის წარმომადგენელს აეკრძალება სხვისი გრძნობების შეურაცხყოფა.
თამარ კორძაია აცხადებს, რომ "ქვეყანა მიდის საბჭოთა კავშირისკენ" და "ამ ხელისუფლებისგან მოსალოდნელია, ნიცშესაც უჩივლოს".
"სამართლებრივად ეს ყველაფერი არის დანაშაულის ტოლფასი,“ - განაცხადა თამარ კორძაიამ.