17 ნოემბერი 2024,   20:13
ვრცლად
მეტროს მემანქანეების სოლიდარობის აქცია - თანამშრომლები გაფიცვას მაინც აპირებენ

მეტრო "რუსთაველთან" მეტროს თანამშრომელთა სოლიდარობის აქცია გაიმართა.  არასამთავრობოების შეფასებით, გაუმართლებელი და რისკის შემცველია საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც მეტროს მემანქანეებს სამუშაო საათებში გაფიცვა აეკრძალებათ.

მეტროს თანამშრომელთა ახალი პროფკავშირის წევრთა თქმით, 3 ივნისს გაფიცვის შესახებ გადაწყვეტილება კვლავ ძალაში რჩება. მეტროს თანამშრომლების მთავარი მოთხოვნა ხელფასების მატებაა.

სასამართლოს ორი დღის წინანდელ გადაწყვეტილებას, დღეს იემსი სააპელაციოში გაასაჩივრებს.

„უკანონო გადაწყვეტილებაა, მხოლოდ მემანქანეებს შეუზღუდეს გაფიცვა. ჩვენ სამ ივნისს გავაკეთებთ იმას, რაც კანონით გვაქვს მონიჭებული“-ამბობს ”ერთობა 2013-ის” დამფუძნებელი ზაზა ბარბაქაძე.

დღის ამბები