რას ნიშნავს ჰუმანური ნარკოპოლიტიკა - არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებისგან კანონპრეოქტთან დაკავშირებით დეტალების დაკონკრეტებას ითხოვენ.
სამოქალაქო სექტორში აცხადებენ, რომ არაერთი მცდელობის მიუხედავად პროექტის სამუშაო ვერსიის დეტალები მათთვის ამ დრომდე უცნობი რჩება. არასამთავრობო ორგანიზაციები იმედოვნებენ, რომ ოპტიმალური გადაწყვეტელებისთვის ხელისუფლება დარჩენილ პერიოდს მაქსიმალურად გამოიყენებს.
„იყო ზოგადი გაცხადებები, რომ გუნდს შორის შეთანხმებები შედგა, რომ გუნდი შეთანხმებულია ჰუმანურ ნარკოპოლიტიკაზე, თუმცა ამაში მე ვერანაირი კონკრეტიკას ვერ ვხედავ, ვიდრე მმართველი გუნდი არ წარმოადგენს კონკრეტულ წინადადებას რაზე მოხდა შეჯერება“-აცხადებს ”ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI)” ანალიტიკოსი მარიამ თუთბერიძე.
საკანონმდებლო ორგანოში ბოლო პერიოდის ყველაზე ხმაურიანი პროექტის განხილვა 7 ივნისიდან უნდა დაიწყოს.