მორიგი საპროტესტო აქცია დავით ქევხიშვილის გადადგომის მოთხოვნით.
ძიუდოისტები და მათ მხარდამჭერები შეკრებას დილის 11:00 საათიდან ფედერაციასთან გეგმავენ. გუშინ სპორტსმენებმა დავით ქევხიშვილის სკამი კაბინეტიდან გამოიტანეს და სანაგვე ურნაში გადააგდეს, რის შემდეგაც მისი კაბინეტის კარი აჭედეს.
დავით ქევხიშვილს სპორტსმენები ღიად მას შემდეგ დაუპირისპირდნენ, რაც საქართველოს ნაკრები ისრაელში გამართული ევროპის ჩემპიონატიდან მედლების გარეშე დაბრუნდა.