საქალაქო სასამართლოს ორი დღის წინანდელი გადაწყვეტილება, რომელიც მეტროს მემანქანეებს ეხებათ, შესაძლოა დღეს სააპელაციოში EMC-მ გაასაჩივროს.
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრში ამტკიცებენ, რომ გადაწყვეტილება საფრთხის შემცველია.
სწორედ EMC იყო დღის ბოლოს მეტრო "რუსთაველთან" მეტროს თანამშრომელთა გამართული სოლიდარობის აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორიც. შეკრებილებმა 3 ივნისს დაგეგმილი აქცია ძალაში დატოვეს.
“ეს არის პირველი პრეცენდენტული გადაწყვეტილება, რომელმაც ასე ცუდად წაიკითხა და განმარტა გაფიცვის უფლება, უახლოეს დღეებში ჩვენ შევიტანთ საცივარს და მივცემთ სასამართლოს შესაძლებლობას თავად წაიღოს უკან ის განმარტება, რომელსაც ჩვენც და არაერთი ადამიანიც ძალიან ნეგატიურად აფასებს“-აცხადებს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის სოციალური უფლებების პროგრამის დირექტორი ლინა ღვინიანიძე.