აქცია დაბა ჩაქვში - მოსახლეობა გზის საფარის რეაბილიტაციას ითხოვს. ადგილობრივები ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილის მორიგი ხის ტრანსპორტირებისათვის სპეციალურად მოეწყო გზა, დასახლებულ პუნქტში კი გზა იმდენად დაზიანებულია, რომ სასწრაფო დახმარების მანქანებს გადაადგილება უჭირთ. დაბა ჩაქვში ამბობენ, რომ თუ გზის რეაბილიტაცია არ მოხდება, ხის გადატანის პროცესს ხელს შეუშლიან და ტექნიკას მუშაობის საშუალებას არ მისცემენ. აქციაზე სოფლის გამგებელი და ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატები იმყოფებოდნენ. როგორც ქობულეთის გამგეობის წარმომადგენელმა განაცხადა, გზის რეაბილიტაციაზე გამგეობაში უწყება აქტიურად მუშაობს, თუმცა როდის მოწესრიგდება აღნიშნული მონაკვეთი, მისთვის უცნობია.