17 ნოემბერი 2024,   20:37
ვრცლად
აქცია ქობულეთში-მოსახლეობა ქობულეთი-ოზურგეთის დამაკავშირებელი ცენტრალური გზის შეკეთებას ითხოვს

მოსახლეობა​ ქობულეთი-ოზურგეთის დამაკავშირებელი ცენტრალური გზის შეკეთებას ითხოვს. დღეს ამ მოთხოვნით ადგილობრივებმა აქცია გამართეს. მოსახლეობის თქმით გზა წლებია ავარიულ მდგომარეობაშია და გადაადგილებას აფერხებს. ამბობენ, რომ პრობლემის მოგვარების მიზნით ადგილობრივ ხელისუფლებას არაერთხელ მიმართეს, თუმცა საკითხით არავინ დაინტერესებულა. ქობულეთის მერიაში განმარტავენ, რომ დაზიანებული 5კმ. მონაკვეთის რეაბილიტაცია 2019 წელს მოხდება. 

დღის ამბები