17 ნოემბერი 2024,   20:30
ვრცლად
დედაქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტის 40% ტექნიკური შემოწმების გავლის გარეშე დადის

მუნიციპალური ტრანსპორტის 40%-ი  დედაქალაქში ტექნიკური ინსპექტირების გავლის გარეშე გადაადგილდება. ამის შესახებ დასკვნა აუდიტის სამსახურმა დადო. დოკუმენტის მიხედვით ეს ქმნის ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების რისკს. გარდა ამისა დასკვნაში წერია, რომ საკმაოდ დაბალია საპატრულო პოლიციის მიერ დამრღვევი მუნიციპალური სატრანსპორტო საშუალებების დაჯარიმების ფაქტებიც. დოკუმენტი დღეს პარლამენტში მოისმინეს. 

„ის ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომელთათვისაც სავალდებულოა ტექნიკური ინსპექტირების გავლა, საერთოდ არ ცხადდებოდნენ ასეთი შემოწმების გასავლელად. შედეგად 40% მუნიციპალური ტრანსპორტის ქალაქში მოძრაობს ასეთი ტექნიკური ინსპექტირების გაუვლელად. საპატრულო პოლიცია ბუნებრივია ამოწმებს ასეთ შემთხვევებს მაგრამ დაჯარიმებების რაოდენობა იყო საკმაოდ დაბალი,“-განაცხადა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ეკონომიკური საქმიანობის სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა თორნიკე შერმადინმა.
 

დღის ამბები