17 ნოემბერი 2024,   20:35
ვრცლად
ივანიშვილის ხის ტრანსპორტირება - ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხაესტატეში ასწლოვან ნაძვებს ტოტები ჩამოაჭრეს

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხაესტატეში გზის პირას მდებარე ასწლოვან ნაძვებს ტოტები ჩამოაჭრეს. ადგილობრივები და ოპოზიცია ამ პროცესს ბიძინა ივანიშვილის აგარაკზე ხეების გადატანას უკავშირებს.

მათი განცხადებით, ქობულეთის სხვადასხვა სოფლებიდან შეკვეთილში კიდევ ათეულობით ხის გადატანა იგეგმება, გზის პირას არსებული ასწლოვანი ნარგავები კი ამ პროცესს აფერხებს, რის გამოც ხეების გაჩეხვა ხდება.

ბრალდებებს უარყოფენ ქობულეთის მერიაში და აცხადებენ, რომ აღნიშნულ სამუშაოებს საგზაო დეპარტამენტი უსაფრთხოების მიზნით ახორციელებს.

დღის ამბები