17 ნოემბერი 2024,   20:14
ვრცლად
ზუგდიდის საავადმყოფოში უცნობი ნივთიერებით მოწამლული სამი მოზარდი შეიყვანეს 

ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში ძლიერი ინტოქსიკაციით სამი მოზარდი შეიყვანეს.

როგორც ექიმები აცხადებენ, სამივე მათგანი ამ დროისთვის გაურკვეველი ნივთიერებით არიან მოწამლული.

12-14 წლის მოზარდები სოფელ ურთადან არიან. მათ კანის სიწითლე და სუნთქვის უკმარისობა აღენიშნებოდათ.

როგორც მოზარდების ოჯახის წევრები აცხადებენ, ბავშვები ეზოში თამაშობდნენ რა დროსაც ფაროსანა იწამლებოდა.

მშობლები ვარაუდობენ, რომ ბავშვების ინტოქსიკაცია სწორედ მწერის შესაწამლმა შხამქიმიკატებმა გამოიწვია.

მომხდართან დაკავშირებით ოფიციალურ განცახდებას ავცრელებს ფაროსანასთან ბროლის საკოორდინაციო შტაბი.

მათი ინფორმაციით, ფაროსანას წინააღმდეგ სამუშაოები მიმდინარეობს უსაფრთხოების ნორმების დაცვით. მოსახლეობისა და საგანმანათლებლო დაწესებულების გაფრთხილება კი 24 საათით ადრე ხდება.

დღის ამბები