17 ნოემბერი 2024,   20:20
ვრცლად
რესპუბლიკის დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილე - საქართველო დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნად ემზადება

ქვეყანა რესპუბლიკის დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს აღსანიშნავად ემზადება.

ეროვნულ დღესასწაულს მთავრობა სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნავს, თუმცა ცნობილია, რომ სამხედრო აღლუმი არც წელს გაიმართება.

უკვე ცნობილია, რომ ნოე ჟორდანიას როლს ზაალ ჩიქობავა შეასრულებს.

„ემოციები ალბათ ძალიან ჭარბობს, ამიტომ ცოტა რთულია, იფიქრო იმაზე, რომ განასახიერო ნოე ჟორდანიას მდგომარეობა იმ მომენტში, იმიტომ რომ , როდესაც ამ ტექსტს კითხულობ ხვდები რამდენად დატვირთული იყო ტვინი, მათი სული, გული და რამდენად ძლიერი იყო მათი ენერგეტიკა იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა დამოუკიდებელი ყოფილიყო. ალბათ, სწორედ ამ ენერგეტიკამ გაუძლო ეს ასი წელი, რომ დღეს ჩვენ ისევ დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ“-ამბობს ზაალ ჩიქობავა.

სპექტაკლის რეჟისორი ბასა ფოცხიშვილია. მისი თქმით, წარმოდგენა მთლიანად აქტის ჩანაწერებს ეფუძნება , ხოლო დეკორაცია აღდგენილია 1919 წლის ფოტომასალიდან.

გარდა ამისა, მოეწყობა 1918-1921 წლების ისტორიის ჩვენება. თავისუფლების მოედანზე ახალწვეულები ფიცს დადებენ. ახალწვეულების ფიცის დადება გაიმართება ხუთ სხვადასხვა რეგიონში, რაც პირდაპირი ტრანსლირებით თავს თავისუფლების მოედანზე მოიყრის.

„ბავშვებისთვის იქნება გასართობი აქტივობები. 12 საათზე დაიწყება ფიცის დადების საზეიმო ცერემონია, რომელიც თავისუფლების მოედანზე იქნება, ხუთი სხვადასხვა რეგიონიდან იქნება ჩართვა, რომელიც თავს მოიყრის თავისუფლების მოედანზე. ერთი კოლოფი წარმოდგენილი იქნება 1918 წლის ისტორიული კოსტიუმით, რომელიც ისტორიკოსებთან ერთად აღვადგინეთ“-ამბობს მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელი, დიზაინერი, ღონისძიების ორგანიზატორი თათა სვანიძე.

საქართველოს მასშტაბით 100-ზე მეტი ღონისძიებაა დაგეგმილი. საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საკუთარი პროგრამა ექნება საქართველოს პრეზიდენტსაც.

დღის ამბები