17 ნოემბერი 2024,   20:12
ვრცლად
"იმედია ასეთი ულტიმატუმის ფორმის გარეშე მოვახერხებთ ამ საკითხების მოგვარებას" - მიხეილ გიორგაძე ძიუდოისტებს დიალოგისკენ მოუწოდებს

კულტურისა და სპორტის მინისტრი ძიუდოისტებს თხოვნით მიმართავს - დაუბრუნდნენ მოლაპარაკებების მაგიდას. მიხეილ გიორგაძე ამბობს, რომ შექმნილი მძიმე ვითარებიდან გამოსავალი კონსულტაციებია, რომელსაც სამინისტრო ხელს შეუწყობს.

„გასაღები ამ პრობლემის მოგვარების გახლავთ ორივე მხარეს დიალოგი. ბუნებრივია, რომ ჩვენ ხელის შემწყობი ვიქნებით ამ დიალოგის. ისევ და ისევ ამ გაფართოებული კომისიის ფარგლებში ორივე მხარეს ვთხოვთ, რომ შეხვედრა მოხდეს სწორედ ამ ფარგლებში. მე იმედს ვიტოვებ, რომ  ასეთი ულტიმატუმი ფორმის გარეშე, რომელსაც ერთმნიშვნელოვნად ჩიხში შევყავართ, ჩვენ მოვახერხებთ და ამ საკითხებს დავარეგულირებთ,“-განაცხადა მიხეილ გიორგაძე.  

ძიუდოისტების პროტესტი უკვე რამდენიმე კვირაა გრძელდება. ისინი ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის დავით ქევხიშვილის გადადგომას და ფინანსური პრობლემების მოგვარებას ითხოვენ. ამჯერად სპორტსმენები მთავრობის ადმინისტრაციასთან არიან შეკრებილები. მათ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა სურთ. ძიუდოისტები ამბობენ, რომ კონსულტაციები ოლიმპიურ კომიტეტთან ჩიხში შევიდა.

დღის ამბები