17 ნოემბერი 2024,   20:48
ვრცლად
ქვეწარმავლების შემოსევა ქუთაისში - მე-17 საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი შეწყდა

ქუთაისის მე-17 საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი შეწყდა. მიზეზი ქვეწარმავლებია, რომელთა რაოდენობა საგანგაშოდ გაზრდილია. აღსაზრდელების უსაფრთხოების გამო ადმინისტრაციამ სასწავლო პროცესის დროებით შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. 

„ოთახებში ნახეს გველი. ერთი მე მოვკალი შესასვლელში დღეს,“-აცხადებს საბავშვო ბაღის ყარაული და ამბობს, რომ ადგილზე გამოძახებული იყვნენ სპეციალისტები, რომლებმაც ტერიტორია შეწამლეს.  

სასწავლო პროცესი საბავშვო ბაღში მომავალი კვირიდან განახლდება. ქვეწარმავლების მომრავლებაზე საუბრობენ მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებლებიც. ადგილობრივები ამბობენ, რომ ხშირად გველს სახლებში ნახულობენ. ქუთაისში ქვეწარმავლების მომრავლებას მდინარის კალაპოტის დაბინძურებას უკავშირებენ. 

„ჩვენს ეზოში ჩვეულებრივად დასეირნობენ, გარაჟებშიც. წყალი ადიდდება წყალი გვტბორავს, თუ არა და ეს გველები. არ ვიცი მე როგორ უნდა ვებრძოლოთ გველებს. ჩემს აივანზეც დასეირნობდნენ,“-ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

 

 

დღის ამბები