17 ნოემბერი 2024,   20:18
ვრცლად
კლუბი „ბასიანი“ გაიხსნა

ათ დღიანი იძულებითი დახურვის შემდეგ, კლუბი „ბასიანი“ გაიხსნა. 12 მაისს ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დალუქული კლუბის კარს ლუქი კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა დღის სამი საათისთვის ახსნეს. პროცედურას "ბასიანის" დამფუძნებლები, ადმინისტრაცია და იურისტები ესწრებოდნენ. სწორედ მათთან ერთად ჩატარდა ტერიტორიაზე დამატებითი საგამოძიებო მოქმედებები.

შეკითხვა რამ დააჩქარა კლუბ ბასიანის გახსნა კრიმინალური პოლიციის ერთ-ერთმა უფროსმა უპასუხოდ დატოვა. ჯერ კიდევ გუშინ სამინისტროს წარმომადგენლები ტერიტორიაზე მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებების მიზეზით კლუბის გახსნის კონკრეტულ თარიღს ვერ ასახელებდნენ.

გავრცელებული ვერსიის სამინისტროს გადაწყვეტილებაზე გავლენა 27 მაისს დაანონსებულმა მასშტაბურმა აქციამ იქონია.

კვირას „ბასიანის“ მხარდამჭერები კლუბის გახსნის მოთხოვნით შეკრებას ევროპის მოედანზე გეგმავდნენ, თუმცა დღევანდელი მოულოდნელი გახსნის შემდეგ დაანონსებული აქციის მიზანი ბუნდოვანი გახდა. ორგანიზატორების ერთი ნაწილი თვლის, რომ საპროტესტო შეკრება არ უნდა გაუქმდეს, რადგან ბასიანის გახსნა მხოლოდ ერთ- ერთი მოთხოვნა იყო და ისინი ქუჩაში ძირითადად არსებული რეპრესიული სისტემის გამო გადიოდნენ.

წინასწარი დათვალიერებით „ბასიანის“ ტექნიკა დაზიანებული არ არის. თუმცა კლუბი მუშაობის ჩვეულ რეჟიმს ჯერ ვერ დაუბრუნდება. კლუბის დამფუძნებლები ვარაუდობენ, რომ ინვენტარიზაციას და ტერიტორიის დასუფთავებას ივნისის დასაწყისამდე დაასრულებენ, რის შემდეგაც კარს სტუმრებისთვის გახსნიან.

დღის ამბები