17 ნოემბერი 2024,   20:39
ვრცლად
ამერიკის მოქალაქეს ოზურგეთში დანის მუქარით ფულს სძალავდნენ

„მშვიდობის კორპუსის“ მოხალისეს ოზურგეთის ცენტრში დანის მუქარით ფულს სძალავდნენ. შეერთებული შტატების მოქალაქე, ამანდა ონოჩი ახლა უკვე საქართველოდან გასამგზავრებლად ემზადება.

ადგილობრივების ინფორმაციით, თავდასხმა ამერიკის მოქალაქეზე ოზურგეთის ცენტრში გასულ კვირას მოხდა. ამანდა ონოჩს მამაკაცი ქვითაც ემუქრებოდა.

ორგანიზაციამ, რომლშიც ამანდა ონოჩი მოხალისედ მუშაობდა, ძალადობის ფაქტზე პოლიციას მიმართა. სამართალდამცველებს ჩვენება თავად ამერიკის მოქალაქემაც მისცა.

ამერიკის მოქალაქეზე განხორციელებული ძალადობის ბრალდებით 40 წლის მამაკაცს რამდენიმე საათის განმავლობაში ოზურგეთის პოლიციაში კითხავდნენ. სამართალდამცველებმა ბადრი სიხარულიძე რამდენიმე წუთის დააკავეს. 

მოძალადე მამაკაცის მიმართ სამძებრო ღონისძიება პოლიციამ დღეს დღის მეორე ნახევარში დაიწყო. მოგვიანებით ის პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზე ოზურგეთის ცენტრიდან გადაიყვანეს. მის ოჯახს მომხდართან დაკავშირებით საუბარი არ სურს.

 

 

ავტორი: ლადო მენაბდე.

დღის ამბები