არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის მკვლელობები ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის წერილობით ანგარიშში მოხვდება და ის 39-ე სესიაზე განიხილება. ინფორმაცია გაეროს კომისრის ოფისს სახალხო დამცველმა უკვე გაუგზავნა. საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს მოქალაქეების მკვლელობის გარდა, გაგზავნილი ინფორმაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევის, მათ შორის, გადაადგილების თავისუფლებისა და გამყოფ ხაზებზე უკანონო დაკავებების ფაქტებსაც უკავშირდება.