17 ნოემბერი 2024,   20:15
ვრცლად
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების გამო, რამდენიმე დღით ზოგიერთ უბანში ტრანსპორტის მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების გამო დღეიდან 26 მაისის ჩათვლით თავისუფლების მოედნისა და რუსთაველის გამზირის მიმართულებით ტრანსპორტის მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება. დღეს ავტოტრანსპორტის მოძრაობა ბარათაშვილის ქუჩიდან პუშკინის ქუჩის მიმართულებით შეიზღუდება, ხოლო კოტე აფხაზისა და შალვა დადიანის ქუჩებიდან მოძრაობა ნებადართული იქნება მხოლოდ პუშკინის ქუჩისკენ. 25 მაისს კი თავისუფლების მოედანსა და რუსთაველის გამზირზე ტრანსპორტის გადაადგილება აიკრძალება. ფილარმონიიდან ბარათაშვილის ქუჩისკენ და უკუმიმართულებით საზოგადოებრივი ტრანსპორტი კი მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და ჯავახიშვილის ქუჩის გავლით იმოძრავებს. რაც შეეხება 26 მაისს, ტრანსპორტისთვის დამატებით ბარათაშვილის ქუჩაც ჩაიკეტება. საავტომობილო მოძრაობა აღდგება 26 მაისს, ღონისძიების დასრულებისთანავე.

დღის ამბები